დაშავებულები მთავრობის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა

16 ივლისი 2017, 00:00 5221 ნახვა

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულუბის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე. ზაალ მიქელაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი დღესვე საქართველოში დაბრუნდებიან.

“ჩვენ ტრაპიზონის სახელმწიფო კლინიკაში ვიმყოფებით, გავეცანით დაშავებულების მდგომარეობას. ანსამბლის ხელმძღვანელს თავისა და გულმკერდის არეში ტრამვა აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. კიდურის გადაუდებელი ამპუტაცია ჩაუტარდა თანმხლებ პირს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.”-აცხადებს მინისტრი. ზაალ მიქელაძის თქმით, მოზარდები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან, ორი დაშავებული კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი