,,ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ - პროექტის ფარგლებში ბათუმში უკრაინიდან 20 მოზარდი იმყოფება. მიზანია ომის შედეგად ტრამვირებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაცია და საქართველოსა და უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის გაღრმავება.
უკრაინელმა მოზარდებმა ქართველი ვეტერანების შვილებთან ერთად შინდისის სკვერში ხეები დარგეს. დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებიც. უკრაინელი ბავშვები ბათუმში 10 დღის განმავლობაში დარჩებიან.