პრეზიდენტი: საქართველო შედის ევროპულ პროცესში, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი მასტაბილიზირებელი, რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყანა

13 ივლისი 2017, 00:00 2961 ნახვა

საერთაშორისო კონფერენციიდან სახელწოდებით “საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა”  საქართველოს მთავრობის მთავარი მესიჯები დღეს მცოცავ ოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  პროცესში საერთაშორისო საზოგადოების, პარტნიორი ქვეყნების როლს შეეხებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას დაუთმო და მეგობარ ქვეყნებს მოუწოდა იყვნენ პრინციპულები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. ვინაიდან მისი თქმით რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაცია, უსამართლო ქმედებები არ მთავრდება მხოლოდ იქ სადაც ხდება. საქართველოს პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ მსგავსად გავლებულ საზღვრებს და კედლებს თავის ექო სხვა შემთხვევაშიც მოჰყვება.

„საქართველოს პრობლემატიკა, რომლის მომსწრენიც თქვენ ყველანი, ალბათ, ამ დღეებში ხართ, როდესაც ხდება, გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, როდესაც კომენტარები ამ მცოცავ ოკუპაციასთან მიმართებაში არის აღვსილი ცინიზმით და სწორედ დაძაბულობის შემტანია რეგიონში. ამ ფორმატში საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც გამოირჩევა უდიდესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით. ჩვენი დამოკიდებულება იმ ისტორიულ უსამართლობასთან, რომელიც სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში ხდება ჩვენგან - როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის სახით, ამ საკითხის მიმართაც ჩვენ გვაქვს სწორედაც რომ ევროპული სტანდარტის, ევროპულ ღირებულებებსა და გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება. ჩვენ ვამბობთ, რომ უსამართლობის კედლები, კედლები, რომლებიც აგებულია უსამართლობისა და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ეს კედლები ევროპაში, მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად, მაგრამ, ამავე დროს ჩვენ ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ, ვიყოთ უაღრესად პრინციპული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. ა

რც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ასეთი ბარიერის გავლებისა, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენ მიერ, არამედ თქვენ მიერაც, ჩვენო კოლეგებო და მეგობრებო იმიტომ, რომ ასეთი უსამართლობა არ მთავრდება ხოლმე იქ, სადაც ის ხდება. ყოველთვის ასეთ უსამართლობას, უსამართლოდ გავლებულ „საზღვრებსა“ და კედლებს მოჰყვება თავისი ექო სხვა შემთხვევებში, ამიტომ ყოველთვის ჩვენ ვართ მზად ვიყოთ ძალიან პრინციპულები და მოველით ხოლმე თქვენგანაც ძალიან ნათელ და მკაფიო შეფასებას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია პრივილეგირებული ინტერესის სფეროების პოლიტიკის ფარგლებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ასევე საქართველოს ევროპულ გზაზე და განაცხადა, რომ საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელიც თავის იდენტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს. 

”ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილებით ვთქვათ, რომ ამ გზაზე ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება ნამდვილად წარმატებულად ვითარდება. წინა კონფერენციაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ მიღწევაზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ მიღწევაზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს გამომდინარე ვიზის 


საქართველოს ევროპულ პროცესში შეაქვს უნიკალური ევროპული კულტურა, მრავალსაუკუნიანი კულტურა, რომლის ფუნდამენტიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზე, ევროპულ სიბრტყეში არის წარმოქმნილი.

საქართველო შედის ევროპულ პროცესში, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი მასტაბილიზირებელი, თანამშრომლობაზე, რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყანა. საქართველო ევროპულ პროცესში შედის, როგორც მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პასუხისმგებლიანი და დაინტერესებული მოთამაშე, როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი