ადამიანის უფლებათა ცენტრი : დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო პროცესი უნდა გაიხსნას

12 ივლისი 2017, 00:00 2527 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო პროცესი უნდა გაიხსნას - განცხადებას "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აქვეყნებს.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ბრალდებული სასულიერი პირის სასამართლო პროცესების მთლიანად დახურვა ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება. დოკუმენტში წერია, რომ "მიუხედავად პროკურატურის წინააღმდეგობისა, სასამართლომ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოწმედ ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წევრებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. პროკურატურის წარმომადგენელთა მოსაზრებით ირაკლი ფირცხალავა, როგორც მსჯავრდებული, სასამართლოსთვის სანდო მოწმე ვერ იქნებოდა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, პროცესზე დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე, ურთიერთგამომრიცხავი პასუხები ისმოდა.

რატომ არ მოხდა დეკანოზის ბარგის ჩხრეკა საერთაშორისო აეროპორტშივე? -საქმეზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დამაჯერებლად ვერ ისაუბრეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეუძლია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასამართლო სხდომა მხოლოდ ნაწილობრივად დახუროს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი