ნაციონალური მოძრაობა ქობულეთში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხს იწუნებს. მერაბ ცინცაბაძე აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები დასახელებულ ფასზე დაახლოებით 20%-ით ნაკლებ თანხას სთავაზობენ. მისი თქმით, ეს მოგვიანებით შესრულებული სამუშაოების ხარისხზე აისახება.
გამგეობაში კი ირწმუნებიან, რომ სამუშაოების დაწყებამდე ექსპერტიზის დასკვნა მზადდება. დგინდება, შესაძლებელია თუ არა შეთავაზებულ თანხაში პროექტის განხორციელება. გარდა ამისა, კომპანიებს აქვთ საგარანტიო ვალდებულებებიც. ტენდერების შედეგად დაზოგილი თანხები, ბიუჯეტის ცვლილებების დროს სხვა პროექტებზე ნაწილდება.