''საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას აძვირებს

28 ივნისი 2017, 00:00 8337 ნახვა

„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით   მგზავრობას აძვირებს. პირველი ივლისიდან მოქალაქეებს ბილეთების ყიდვა სეზონურად გაზრდილი ფასის მიხედვით მოუწევთ. უწყების მგზავრთა საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურში აცხადებენ, რომ შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებლის ბიზნეს-კლასით მგზავრობის ღირებულება, 35-ის ნაცვლად, 99 ლარი გახდება.

   მათივე თქმით, პირველი კლასის ვაგონით მგზავრობა 25-დან   60 ლარამდე იზრდება. ცვლილება შეეხება მეორე კლასსაც: მგზავრობა აქ 6 ლარით გაძვირდება  და 18-ის ნაცვლად  24 ლარი ეღირება.

   ცვლილება ბათუმის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებელსაც შეეხება. პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 25-დან 40 ლარამდე მოიმატებს, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი, დღის მატარებლის მსგავსად,  18-ის ნაცვლად, 24 ლარი გახდება.

     „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მოქალაქეები პირველ ივლისამდე არასეზონური ფასებით, ანუ ფასდაკლებით სარგებლობენ. სამ დღეში კი სეზონური ფასები ამოქმედდება.  ტარიფები ძალაში, სავარაუდოდ, 15 სექტემბრამდე დარჩება. 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი