ჰქონდა თუ არა ხელბარგში დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი? დღეს აეროპორტის უსარფთხოების სამსახურის თანამშრომლები დაიკითხნენ, რომლებიც როგორც ბრალდების მხარე ირწმუნება ბარგის დალუქვას, მოგვიანებით კი მის გახსნას პროკურატურაში ესწრებოდნენ. ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ არსებობს პროცესის ამსახველი ფოტო-მასალაც. სასამართლო სხდომა დღესაც დახურული იყო.