დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები მთავარ პროკურატურასთან აქციებს გამართავენ

26 ივნისი 2017, 00:00 3135 ნახვა


დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები საქათველოს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებენ. ამბობენ რომ სასამართლო სხდომები საზოგადოებისთვის ღია უნდა იყოს. მათი თქმით, მაშინ როცა უდანაშაულო ადამიანი ციხეშია, საზოგადოების ''დუმილი დანაშაულია''.  ბრალდებული სასულიერი პირის ახლობლების ინფორმაციით თბილისი ქუჩებში უკვე გაჩნდა წარწერები "თავისუფლება მამა გიორგის". 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა კვლავ დახურულია. დღეს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უნდა დაიკითხონ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი