მრავალჟანრობრივი საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ღონისძიება ბათუმში წელს პირველად ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის როგორც ფოლკლორული ანსაბლები, ასევე სპორტული და სამეჯლისო ცეკვების გუნდები მონაწილეობენ.
ფესტივალის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით, მონაწილეებმა 6 მაისის პარკიდან საზაფხულო თეატრის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს, სადაც ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი 4 დღე გაგრძელდება და მას საზაფხულო თეატრი უმასპინძლებს. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან.