სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა ჰამლეტ მიქელაძეძემ შველი იპოვა. როგორც გვიყვება შველი სოფლის გზაზე დაინახა როცა ძაღლები მისდევდნენ, ამიტომ დაიჭირა და სახლში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
გარემოსდაცვით ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინება ცხელ ხაზზე 12 საათსა და 40 წუთზე შევიდა, სამსახურის წარმომადგენლებმა ფაქტის დასაფიქსირებლად სპეციალური აქტი შეადგინეს და თვითმხილველებთან ერთად შველი კვირიკის ტყეში გაუშვეს. ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნებოდა