ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის დავით დევროზაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ბრალის დამტკიცების შემთხევაში მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, იგი ბრალდებულია ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე. მას გამოძიება გაზეთ „ბათუმელების“ საქმესთან დაკავშირებითაც ედავება. საუბარია გაზეთის რედაქტორის, თედო ჯორბენაძის შანტაჟის გზით გადაბირების მცდელობაზე.