ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხელვაჩაურის მონაკვეთი მგზავრებისთვის უსაფრთხო არ არის. ოპოზიცია ტერიტორიაზე შუქნიშნების, გზის გამყოფისა და გადასასვლელი ხიდების დამონატაჟებას ითხოვს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში კი განმარტავენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებობს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. დამონტაჟებულია სიჩქარის შემზღუდავი ჰორიზონტალური ბარიერები, დახაზულია ზებრა გადასასვლელები, და განთავსებულია საგზაო ნიშნები. რაც შეეხება გადასასვლელ ხიდებს, ამ ეტაპზე მათი მშენებლობა გათვალისწინებული არ არის.