დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

12 ივნისი 2017, 00:00 2296 ნახვა

✔ დამწვარი, დამტვრეული  მანქანები, ჩამსხვრეული ფანჯრები, დაზიანებული ტროტუარები, შუქნიშანი, დაშავებული მოქალაქეები - 11-12 მარტის აქციიდან ზუსტად 3 თვე გავიდა – მორიგი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. თემაზე, მზია მართალიშვილი მუშაობს.

✔ 2 დღეში შეცვლილი გადაწყვეტილება და გირაოს სანაცვლოდ, გათავისუფლებული რეპერები. მთელი დღეა ჟურნალისტები სვამენ კითხვას - უკავშირდება თუ არა ეს მოსახლეობის პროტესტს? და თუ მართლაც დამტკიცდება პოლიციელების გადაცდომა, დადგება თუ არა დღის წესრიგში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა? დეტალები ნახეთ რეპორტაჟში, „მთავარში 9“-ზე. 

✔ 2017 წლის პირველი ნახევარი და პოლიციელებთან ირიბად, თუ პირდაპირ დაკავშირებული 5 გახმაურებული საქმე. პროტესტი, აქციები და საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში. რას უკავშირდება დაგეგმილი რეფორმა და რა ხდება საქართველოს პოლიციაში? ნათია ლომაძე არკვევდა, ღის განმავლობაში.

✔  ტურისტული სეზონი გახსნილია, გავიგოთ როგორია ზღვის წყლის ხარისხი ბათუმში? გარემოს დაცვის სამმართველომ ბოლოს აღებული სინჯების მონაცემები დღეს გაასაჯაროვა. თიკო სუსარეიშვილი გაგაცნობთ, კვლევის შედეგებს.

გვიყურეთ 9 საათიდან, ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებზე, საინფორმაციო სამსახურის გუნდთან ერთად, თეონა ბაკურიძე მოგიყვებათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი