გამოხმაურება რეპერების მხარდასაჭერი აქციის შემდეგ

11 ივნისი 2017, 00:00 2662 ნახვა

დაკავებულ რეპერებთან ადვოკატები და პროკურორი იმყოფებიან. ისინი გლდანის ციხეში ბრალდებულების იმ განცხადების გამო მივიდნენ, რომლის თანახმადაც ისინი იმ ვიდეო - კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელებია გაშარჟებული. 

რეპერები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამოძიება მათ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა - შენახვას ედავება. “ბირჟა მაფიის” წევრები კი ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკი ჩაუდეს.

დაკავებულ რეპერებს სოლიდარობა გამოუცხადეს მოქალაქეებმა, აქციები გაიმართა თბილისსა და ბათუმში. მხარდაჭერა სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილმაც გამოხატა, რასაც მალევე მოჰყვა პრემიერის და ვიცე-პრემიერის განცხადებები. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი