ძლიერი წვიმა და უამინდობა საქართველოში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში თბილისში. ნალექმა პრობლემები შექმნა რეგიონებშიც.
ხაშურის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე სურამულაში იპოვეს, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ რეგიონებიდან გუშინ 437 შეტყობინება დაფიქსირდა, თბილისიდან კი 401 ზარი შევიდა.