პარკირების პრობლემა სასტუმროებთან 

08 ივნისი 2017, 00:00 2293 ნახვა

აჭარა ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება. ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები კი კვლავ აქტუალურია. ტუროპერატორები სასტუმროებთან, ქალაქის ცენტრში, ავტობუსების გასაჩერებელი ადგილების სიმცირეს უჩივიან. ამბობენ, რომ ქუჩაში გაჩერებით, კანონს არღვევენ, რის გამოც მათ საპატრულო პოლიცია აჯარიმებს.

პოლიციასთან შეთანხმებით აღარ ჯარიმდებიან აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ამბობენ, რომ პარკინგისთვის აუცილებელი ადგილების არარსებობა, გამართულ მუშაობაში ხელს უშლით.

ამავე კატეგორიაში