ბათუმში 19 ივნისიდან თექის შემსწავლელი 2 კვირიანი კურსები დაიწყება. სწავლება 30-დან 45 წლამდე დაუსაქმებელი ქალებისთვისაა განკუთვნილი და მისი მიზანი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. ვორქშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ნამუშევრები გაყიდონ.
მსურველებს დარეგისტრირება საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში შეუძლიათ, სადაც სწავლება ჩატარდება. პროექტს შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს.