დღეს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. „თამბაქო - საფრთხე განვითარებისთვის“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს თემად ეს სლოგანი შეარჩია. არსებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში მილიარდ 300 მილიონი ადამიანია თამბაქოს მომხმარებელი. საქართველოში მამაკაცთა 65 %-ია მწეველი, ხოლო ქალები 16-დან 25 %-მდე მერყეობენ.
მე-20 საუკუნეში თამბაქოს მოხმარებით 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. თარიღი აჭარაში ღონისძიებებით აღინიშნება. გაიმართება კონფერენცია რომელშიც მოსწავლეები და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.