საქართველოში გაუჩინარებული ჟურნალისტი ბაქოშია დაპატიმრებული

31 მაისი 2017, 00:00 2032 ნახვა

აზერბაიჯანელ აქტივისტს და ჟურნალისტს ბრალი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის გამო წაუყენეს - განაცხადა  აფგან მუხტარლის ადვოკატმა. ელჩინ სადიგოვის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ  ის სცემეს და წაიყვანეს ბელაქანის მიმართულებით.

ადვოკატი ამბობს, რომ მას აღმოჩნდა 10 ათასი ევრო, რომელიც, მისი თქმით გზაში ჩაუდეს. სადიგოვს მიაჩნია, რომ საქართველოს  აზერბაიჯანისთვის მისი გადაცემის უფლება არ უნდა მიეცა, რადგან საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, თუკი ადამიანს სამშობლოში დაპატიმრება ემუქრება, ის გადაცემას არ ექვემდებარება.

გუშინ საქართველოში გაუჩინარებულ  აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან  დაკავშირებით, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფგან მუხტარლი ბაქოში იმყოფება. 

ამავე კატეგორიაში