ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკვე აღმოფხვრილია - ირაკლი ჭეიშვილი

04 ოქტომბერი 2025, 14:01 293 ნახვა

''ქართული ოცნების'' ბათუმის საარჩევნო შტაბში განცხადება გაკეთდა. შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა ბათუმში მიმდინარე საარჩევნო პროცესი შეაფასა. 

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციაში თანხის დარიგებაზე ზეპირად საუბრობენ, თუმცა ამ ფაქტების მტკიცებულება არ არსებობს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, რადგან ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება.

„ბათუმში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პროვოკაციულ შემთხვევას. ამ დროის მონაცემებით, ამომრჩევლის 20%-მდე ფიქსირდება, რაც მაღალ აქტივობას ნიშნავს. მაღალი აქტივობის შემთხვევაში მოგეხსენებათ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს.

 

ერთ-ერთმა აქტივისტმა ორჯერ სცადა ხმის მიცემა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბათუმში. პირველი შემთხვევის შემდეგ, მეორედ ის საარჩევნო უბანზე აღარ შეუშვეს. რეაგირება გააკეთა საარჩევნო უბნის კომისიამ. ეს ადამიანი იდენტიფიცირებულია და შესაბამისად, ფიქსირდება, რომ ეს არის ოპოზიციის აქტივისტი.

 

რაც შეეხება თანხის დარიგებას, ამაზე საუბრობენ ზეპირად.თუ რაიმე კონკრეტული ვიდეოფირი ან მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ და შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოძიება დაიწყება. ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსი ფაქტი არ არსებობს. ეს ყველაფერი ოპოზიციის მოგონილია“, - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი

 
 
ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე