„ძლიერი საქართველოს'' ბრიფინგი შუახევში

02 ოქტომბერი 2025, 14:01 183 ნახვა

შუახევის სოფელ ფურტიოში „ძლიერი საქართველოს – ლელოს“ მერობის კანდიდატმა  და პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ბრიფინგი გამართეს. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით სოფელში   რაგბის მოედნის მშენებლობა შვიდ წელზე მეტია გრძელდება და პროექტზე დაახლოებით 200 ათასი ლარი დაიხარჯა. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მოედანი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მუნიციპალიტეტის მერიამ ობიექტი მაინც ჩაიბარა.

ბრიფინგზე ისაუბრეს გზის პრობლემაზეც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამორტიზირებულია სოფელ ბუთურაულის გზა, რაც მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებას ართულებს.

შუახევის მერიამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, მასში აღნიშნულია, რომ ფურტიოში სარაგბო მოედნის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და დაეკისრა პირგასამტეხლო. ამ ეტაპზე, რაგბის კავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სარაგბო ბაზის მშენებლობის პროექტზე მუშაობს აჭარის პროექტების მართვის კომპანია. პროექტირება უკვე დასრულების ეტაპზეა. 

რაც შეეხება გზას, მერიის ინფორმაციით, ბუთურაულში, მამულაძეების დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ უკვე შესრულებულია.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახი ეკომიგრანტია და მიღებული აქვს საცხოვრებელი ბინა დაბა შუახევის სოციალურ სახლში.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე