საიას საკონსტიტუციო სარჩელი

01 ოქტომბერი 2025, 10:21 83 ნახვა

„გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა.  საია ასაჩივრებს „გრანტების შესახებ“ კანონის 61-ე მუხლს, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საიას წინააღმდეგ მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო მონიტორინგის პროცესი.

მოსარჩელე განმარტავს, რომ  „გრანტების შესახებ“ კანონის სადავო ნორმა ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს განუზომელ უფლებამოსილებას, სასამართლოს თანხმობით, არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ბანკებიდან, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები, ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.

გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციებს დაუდგინა სამდღიანი ვადა დიდი მოცულობის ინფორმაციის წარსადგენად.  

საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ისეთ მუხლებს, როგორიც არის გაერთიანების თავისუფლება, არაგონივრულად მცირე ვადის დაწესება კი არღვევს  ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას.

აღსანიშნავია, რომ ეს საიას მეორე საკონსტიტუციო სარჩელია „გრანტების შესახებ“ კანონთან მიმართებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე