სულხან თამაზაშვილი ქედის მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებს შეხვდა

29 სექტემბერი 2025, 10:31 389 ნახვა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მამუკა თურმანიძე, თითოეული ქედელისთვის საუკეთესო მერი იქნება და ერთობლივი ძალისხმევით იზრუნებენ მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რათა მომავალ თაობას ჰქონდეს უკეთესი, მშვიდობიანი და სტაბილური გარემო.

,,ჩემს გუნდთან ერთად ვიზრუნებ, რომ ქედის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები მაქსიმალურად მოგვარდეს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ უკეთესი მომავალი მშვიდობიან და სტაბილურ ქვეყანაში.

მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება ქედას!,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ქედაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მამუკა თურმანიძესთან ერთად მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ამირან ცინცაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე