მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძესა და მის მოადგილეს, როლანდ მესხს, პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ - გეკა გელაძე აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას. მას დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, როლანდ მესხს, ასევე მიენიჭება გენერალ-მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“,- განაცხადა კობახიძემ.