მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო

03 სექტემბერი 2025, 09:45 82 ნახვა

მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები” პროგრამის სწავლა დაიწყო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება ბიომრავალფეროვნების, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების, კატასტროფის რისკის შემცირების მიმართულებით.

უწყების ინფრომაციით, მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, სხვადასხვა რეგიონიდან კონკურსის საფუძველზე, 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა.

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები” ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ.

პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში