''ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ზამურ ჭითანავამ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრები სოფელ სავანეთსა და ტალავერში გამართა და მოსახლეობასთან უკვე განხორციელებულ პროექტებზე, მიმდინარე სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად, ბოლნისელების აქტიური ჩართულობით, მზად არის იმუშაოს ყველა არსებული გამოწვევის გადასალახად და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.