2 თვეზე ნაკლები თვითმმართველობის არჩევნებამდე - ოპოზიციაში კვლავ განსხვავებული შეხედულებებია. ის პარტიები, რომლებიც 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მასში არ მონაწილეობენ მიიჩნევენ, რომ პარტიების "საქართველოსთვის" და "ლელოს" კანდიდატების გარჩევას აზრი არ აქვს, რადგან ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე მისვლას არ აპირებს.
არჩევნებში მონაწილე პარტიები კი ბოიკოტში მყოფებს უფრო კონკრეტული გეგმის გაცხადებას სთხოვენ და აინტერესებთ - რას აპირებენ ბოიკოტის ფარგლებში?
ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობის ფონზე კი მმართველი გუნდი 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგებისთვის ემზადება.