აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით

18 მაისი 2017, 00:00 5778 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მთავრობის გადაყენების მოთხოვნით, აქცია გამართეს.

პატარაძის გადაყენების მოტივად, აქციის წევრებმა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი და რეგიონში ეკოსისტემის განადგურება დაასახელეს. პარტიის წევრებმა აქციაზე მთავრობის წევრებისა და იმ ადგილების ფოტოები გამოფინეს, საიდანაც, მათი თქმით, ხეები გადაჰქონდათ. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის მთავრობის გადაყენებას ითხოვს. მიზეზად ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ  სოციალურ  მდგომარეობას, ასევე რეგიონიდან ასწლოვანი ხეების გადატანით   ეკოსისტემისთვის მიყენებულ ზიანს ასახელებს.  ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთავრობის სახლთან   ჩაქვისა და ციხისძირის იმ ტერიტორიების ფოტოები გამოფინეს, საიდანაც დენდროლოგიურ პარკში ხეები გადაიტანეს. ჩვენ დავუკავშირდით მთავრობის პრესსამსახურს, თუმცა უწყებაში  ჯერჯერობით კომენტარი   არ გაკეთებულა.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი