20 შტატი ახალი სამსახურისთვის - ეკონომიკის სამინისტრო ახალ უწყებას ქმნის

17 მაისი 2017, 00:00 4330 ნახვა

ეკონომიკის სამინისტროს ახალი სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური" ემატება, სადაც 20 ადამიანი დასაქმდება. სსიპის შექმნის შესახებ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, 

ახალი სამსახურის შექმნა აუცილებლობა თანამედროვე ტექნოლოგიურმა გამოწვევებმა გამოიწვია, მისი თქმით სამსახური სამი მიმართულებით იმუშავებს, ეს არის ვებ გვერდის მართვა, კიბერშეტევისგან თავის დაცვა და პროგრამული უზრუნველყოფა.

ოფიციალურად კომენტარი და განმარტებები მინისტრს ამ დროისთვის არ გაუკეთებია. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ტექნიკური მიმართულებით ეფექტური გუნდი იმუშავებს ყველა სამინისტროზე და ეს გადაწყვეტილება არ არის ახალი საშტატო ერთეულების შექმნისთვის მიღებული. ახალი სამსახური არსებული კადრებით დაკომპლექტდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში