ევროკავშირის წარმომადგენელს პარლამენტის წერვები განმარტებებს თხოვენ

17 მაისი 2017, 00:00 2481 ნახვა

"ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე რეაგირებას და განმარტებას აუცილებლად მოვითხოვთ, რადგან ეს არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ ევროკავშირის პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განუცხადა.

სოფო ქაცარავა, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის მიერ,  ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერზე ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვის ფაქტს გამოეხმაურა.

ჰერბერტ ზალბერის მილოცვის გამო, ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეო უწყებაში დაიბარეს. ​

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში