პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

01 აგვისტო 2025, 10:21 160 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული ზ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ზ.მ.-ს მიერ სხვადასხვა დროს მოპარული ნივთები და საკეტის გამღები ინსტრუმენტი - ე.წ. "ატმეჩკა" .

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი