„რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ბრიფინგი

23 ივლისი 2025, 14:14 113 ნახვა

რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები, უმთავრესად საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას, რადგან ამ ტიპის საწარმოებში უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები - განაცხადა „რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა.

კახა კონიაშვილის განცხადებით, ბაზარზე არ არსებობს კონკურენცია რაც მისივე შეფასებით  აზარალებს კეთილსინდისიერ ბიზნესს.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში არაერთი რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში