შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქურდობის ბრალდებით ინსპექტორი დააკავა

23 ივლისი 2025, 10:33 254 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში