საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების გამო, რომ აუდიტორია #115 სტუდენტების მოთხოვნა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა კომუნისტური გადმონაშთია, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გაუნათლებლობად შეაფასა.
ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს: "პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც ილიას სახელით ახალგაზრდებს ებრძვის და კრიტიკას კომუნიზმად ნათლავს, არის პოლიტიკურად უმწიფარი, გაუნათლებელი და არასწორად დასმული თავის ადგილზე".