დონალდ ტრამპი კანადისთვის 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

11 ივლისი 2025, 10:02 111 ნახვა

კანადის პრემიერი დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან იმპროტირებულ საქონელზე დაწესებულ ტარიფებს ეხმაურება. მარკ კარნის განცხადებით, მისი მთავრობა აშშ-თან მოლაპარაკებებში კანადელი დასაქმებულებისა და ბიზნესების დაცვას განაგრძობს.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ასეთივე პოლიტიკას განაგრძობენ პირველი აგვისტოს ვადამდე მუშაობისას.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ აშშ-ში ფენტანილის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი აგვისტოდან 35%-იან ტარიფს დააწესებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში