ბათუმი სამი დღით ჯაზ-საღამოების მთავარ ეპიცენტრად გადაიქცევა. 11-13 ივლისს, ბათუმი მეთვრამეტედ უმასპინძლებს შავი ზღვის ჯაზფესტივალს.
ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან.
ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათად წოდებული ფესტივალი ტრადიციულად ბათუმის კორტებზე გაიმართება.