თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია პოლიტიკური შეფასებები.
სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები დღეს აქცენტს აკეთებენ პრემიერის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს სტრესში უწევთ ყოფნა და მთავრობის მეთაურმა მედიის ნაწილი ცილისწამებასა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.