სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანის გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში მისვლის დროს უთხრა, მისთვის უცნობია, თუ რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ მასთან.
ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს 2018-2021 წლებში იკავებდა.