საქართველოს პარლამენტში ახალი რეგლამენტი ამოქმედდა

01 ივლისი 2025, 14:44 101 ნახვა

დღეიდან საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია თავად დაადგინოს საკუთარი საქმიანობის წესები - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

„დღეიდან ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე მივიღეთ. შესაბამისად, დღეიდან ახალი რეგლამენტის მიხედვით იმუშავებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის რეგლამენტი არის ცოცხალი დოკუმენტი. წესი არის, რომ ახალი პარლამენტი იღებს ახალ რეგლამენტს, რაც საპარლამენტო სუვერენიტეტის ერთ-ერთი გამოვლინებაა. პარლამენტის რეგლამენტი არის ის საკანონმდებლო აქტი, რომელსაც განსხვავებით სხვა კანონებისგან,  ხელს აწერს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე.  ეს აჩვენებს, რომ პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია თავად დაადგინოს საკუთარი საქმიანობის წესები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი რეგლამენტის შემუშავებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი