აქვთ თუ არა სასულიერო პირებს პრობლემები ჩემთან? მივიჩნევ, რომ ჩვენს სასულიერო პირებს ღმერთთან აქვთ პრობლემები - ნიკოლ ფაშინიანი

29 ივნისი 2025, 14:35 112 ნახვა

მაქვს თუ არა პრობლემები სასულიერო პირებთან ან აქვთ თუ არა სასულიერო პირებს პრობლემები ჩემთან? მე მივიჩნევ, რომ ჩვენს სასულიერო პირებს ღმერთთან აქვთ პრობლემები, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„მაქვს თუ არა პრობლემები სასულიერო პირებთან ან აქვთ თუ არა სასულიერო პირებს პრობლემები ჩემთან? მე მივიჩნევ, რომ ჩვენს სასულიერო პირებს ღმერთთან აქვთ პრობლემები. როგორ შეიძლება, მათ ჩემთან პრობლემები ჰქონდეთ?“ – თქვა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მონასტერში მყოფი სასულიერო პირები აღთქმას დებენ, რომ მათ არ ექნებათ პირადი ცხოვრება.

„ფრაზა „კათოლიკოსის პირადი ცხოვრება“ აბსურდულია. თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება სასულიერო პირებზე მოპოვებულ ინფორმაციას, ფაშინიანის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო.

„საეკლესიო პირები თავიანთი ქმედებებით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური არის ორგანო, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ყოველდღიურად მაძლევს რესპუბლიკაში არსებულ ოპერატიულ მდგომარეობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში