აქციებზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი

26 ივნისი 2025, 14:03 81 ნახვა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის შუამდგომლობა საზოგადოებრივო ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. სხდომა სწორედ ბრალდებულების შუამდგომლობით დაიწყო, რომლებმაც იურიდიული დახმარების სამსახურიდან სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატების აცილება მოითხოვეს.

დაკავებულებმა ნდობა მხოლოდ მათ მიერ დაქირავებულ უფლებადამცველებს გამოუცხადეს. პოზიცია დააფიქსირეს საზოგადოებრივმა ადვოკატებმაც და განმარტეს, რომ ისინი ბრალდებულების შუამდგომლობას ეთანხმებოდნენ და საქმეს უნდა ჩამოსცილებოდნენ. 

ადვოკატების შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში