ტრენინგ-სემინარი ქართულ ჭიდაობაში

26 ივნისი 2025, 10:09 111 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყო ტრენინგ-სემინარი, რომლის მიზანი აჭარაში ქართული ჭიდაობის მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიულ დაოსტატება, ასევე სპორტული გარემოს გაჯანსაღება და მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაა.

ტრენინგ-სემინარი, რომელშიც საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრებიც მონაწილეობენ, მიმართულია აჭარაში მწვრთნელებისა და მსაჯების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებისკენ, ტექნოლოგიური ინოვაციების დამკვიდრებაზე, ფსიქოლოგიურ მომზადებასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

სემინარი გარდა თეორიულისა, პრაქტიკულ ვარჯიშებს და მეცადინეობასაც ითვალისწინებს. მწვრთნელებისა და მსაჯებისათვის ჩატარდება მასტერ-კლასები.

ტრენინგ-სემინარი სპორტის სასახლეში ოთხი დღის მანძილზე გაგრძელდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში