სასაზღვრო პოლიციამ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

26 ივნისი 2025, 10:10 528 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ქ.ქ. დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად 227 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცვლელი მედიკამენტი ,,LYRICA” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და სსკ-ის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში