ბათუმში კაცი დაჭრეს

25 ივნისი 2025, 21:02 709 ნახვა

ბათუმის ცენტრში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი. შემთხვევა ჟორდანიას ქუჩაზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, იგი თურქეთის მოქალაქეა. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ქვედა კიდურებში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. მათივე თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება.

მომხდარის ადგილას ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში