ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიში პარლამენტში

23 ივნისი 2025, 14:05 65 ნახვა

რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით ქმნიან სპეციალურ პლატფორმას, სადაც ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე გააციფრულონ, რომ პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება - ამის თაობაზე პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა გაწეული საქმიანობის ამსახველი ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.

როგორც კუპრაშვილმა განმარტა, ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო “კეთილსინდისიერი ორგანიზაციების“ მონაცემებთან დაკავშირებით იმ ჯიდიტალიზებული ინფორმაციით იხელმძღვანელებს, რასაც ისინი ბიუროს მიაწვდიან. აქვე კუპრაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ეს იმ ფაქტებს არ შეეხება, როცა ორგანიზაცია შეფარვით სხვა საქმიანობას დაიწყებს“.

პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ და “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების განხორციელებაზე საუბრისას კუპრაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ხდება პროცესის დისკრედიტაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი