ირანის შეტევა ისრაელზე - ქართველები კონფლიქტის ზონაში

22 ივნისი 2025, 11:53 146 ნახვა

ირანმა ისრაელში რამდენიმე ობიექტი დაბომბა, მათ შორის ბენ-გურიონის აეროპორტი - ამის შესახებ ინფორმაციას   ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, სხვა სამიზნეებს შორისაა დამხმარე ბაზები, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები და ბიოლოგიური კვლევის ცენტრი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გაანადგურეს ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები, რომლებიც ირანმა ისრაელზე დღეს დილით თავდასხმის დროს გამოიყენა.

გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის რამდენიმე გამშვები მოწყობილობა დაბომბეს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიისკენ რაკეტების გასაშვებად მზადყოფნაში იყვნენ.

პერიოდულად ისმის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, იქ სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ. წუხელ ღამით სარაკეტო თავდასხმები იყო ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე. რასაც ნგრევა მოყვა ქალაქ რიშონში და ხაიფაში.  

ისრაელში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, გამოცხადებულია უსაფრთხოების მეოთხე დონე. შექმნილი ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ კვების ობიექტები აფთიაქები და საავადმყოფოები.

ისრაელის მთავრობა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს, რადგან არსებობს ტერორისტული აქტების საფრთხეც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში