ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრა

21 ივნისი 2025, 13:32 142 ნახვა

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინინსტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით, საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება უზრუნველყო.

"ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.

 

აღსანიშნავია, რომ ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით , ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით - TABA.

 

სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ დატოვა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში