აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის ანგარიშს მოუსმინეს. სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რეგიონში ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრა.
მისივე განცხადებით, სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წლისთვის აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან.
2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, აჭარაში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებელმა 2,8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21%-ით აღემატება.