ვისი და კონკრეტულად რომელი უწყების გადაწყვეტილება იყო ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა?
სწორედ ამას იძიებს ახლა პროკურატურა, პარალელურად კი ამავე საკითხზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში ახსნა-განმარტებებს აძლევენ კომისიის წევრებს ჩორჩანის ეპიზოდთან კავშირში მყოფი პირები.
რაც შეეხება პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, ვახტან გომელაურის შემდეგ დღეს გამოიკითხა 2019 წელს გომელაურის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ინფორმაციით ირკვევა , რომ უსაფრთხოების სამსახური არ ეთანხმებოდა ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობას, და რომ არ იყო შესაბამისი კოორდინაცია ამ საკითხზე.
ამ წუთებში კი ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოკითვაზეა კახი კახიშვილი, რომელიც იმ დროს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა.