პატიმრების არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 6 პირი დააკავეს

11 მაისი 2017, 00:00 2294 ნახვა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები დააკავეს. მათ ბრალი პატიმართა დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ. პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, 2011-2012 წლებში, აღნიშნული პირები მე-8 დაწესებულებაში მუშაობის დროს, პატიმრებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პროკურორის ინფორმაციით, პატიმრებს უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. ასევე ვერ სარგებლობდნენ სამედიცინო მომსახურებით და შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. პროკურორის განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით გრძელდება, რაც  სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი